garemos dacva გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა.
ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის.
ადამიანი ცხოველებისა და მცენარეებისაგან განსხვავებით არ არის შეგუებული რომელიმე გარკვეულ გარემო(ცვა)ს, იგი მის გარემოს ტექნიკის დახმარებით თავისი მოთხოვნილებების მიხედვით აფორმირებს, მას შეუძლია ბუნებრივად მოცემული საცხოვრებელი პირობები შეცვალოს რითაც ხშირად არღვევს ეკოლოგიას. გარემოს დაზიანების პირველსაწყისები უძველეს წარსულში უნდა ვეძებოთ, ისინი ჯერ კიდევ 10 000 წელზე მეტი ხნის წინათ, როცა ადამიანებმა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა დაიწყეს. ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეროზიები.
მოგვიანებით ბერძნულ და რომაულ ანტიკურ პერიოდში საწვავი და გემთმშენებლობისათვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუაზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გამოწვეული გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება, მაგრამ იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები ძირიათადად რეგიონალურად იყო შემოსაზღვრული, დღეს არსებობს საფრთხე მსოფლიო მასშტაბების ნგრევისა და ამით ასევე ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურებისა. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: სათბურის ეფექტი, ოზონის შრის დაზიანება (ოზონის ხვრელი, ოზონის ფენა, ოზონი და კლიმატი), ჯუნგლების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება.
გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის მოწამლვა, ნიადაგის ეროზია, ნაგვის ( ნარჩენების) მთები, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური... დღევანდელი გარემო პირობების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგვარია: ინდუსტრიული წარმოებისას იხარჯება ნედლეული და ენერგია, წარმოებისას წარმოიქმნება ნარჩენები, ნარჩენი პროდუქტები წამლავენ წყალს, ჰაერს და ნიადაგს, თანამედროვე სოფლის მეურნეობა იყენებს უზარმაზარ მიწის ფართობებს, მიწის განოყიერებისათვის და მცენარეთა დასაცავად გამოყენებული ქიმიური საშუალებები წამლავენ ნიადაგს და წყალს, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა იწვევს არა მარტო შიმშილს და სიღარიბეს, ასევე გარემოს განადგურებას, რადგან მეტ ადამიანს მეტი საცხოვრებელი სივრცე და მეტი საკვები სჭირდება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობა გაცილებით მეტად აზიანებს გარემოს, ვიდრე ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა.
გარემოს დაბინძურება წარმოიშვება არა მარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ისევე როგორც ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით(მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის გაფლანგვით ( არა მომჭირნედ გამოყენებით). ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს წყლის და ჰაერის დაბინძურება, ენერგიის და ფართობის გადამეტებული გამოყენება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის პრობლემა.
განვითარებად ქვეყნებში გარემოს საფრთხეში ჩაგდება ხშირად ეკონომიური იძულებითაა გამოწვეული. ერთი მხრივ ტყიანი მასივების დიდი ფართობების ჩეხვა საძოვრებისა და სახნავ-სათესი ფართოებების მისაღებად, რომელებიც მონოკულტურების მოსაყვანად გამოიყენება, მეორე მხრივ კი - გარემოსათვის მავნე საწარმოების "დასახლებით", რომელებიც ინდუსტრიულ ქვეყნებში ნებადართულიც კი არ არის.
გარემოს დაცვის ძირითადი საკითხებია:
კლიმატის ცვლილება
დღეს მსოფლიო შეშფოთებულია გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილებით. გლობალური დათბობა ნიშნავს დედამიწაზე ჰაერის მიწისპირა საშუალო ტემპერატურის თანდათანობით ზრდას. ეს პროცესი წინაინდუსტრიული პერიოდიდან (დაახლოებით 1750 წლიდან) დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა.
დღეს მსოფლიო შეშფოთებულია გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილებით. გლობალური დათბობა ნიშნავს დედამიწაზე ჰაერის მიწისპირა საშუალო ტემპერატურის თანდათანობით ზრდას. ეს პროცესი წინაინდუსტრიული პერიოდიდან (დაახლოებით 1750 წლიდან) დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა.
რეგიონის კლიმატი ხასიათდება ხანგრძლივი (როგორც წესი 30 წლიანი) პერიოდისათვის გასაშუალოებული მეტეოროლოგიური პარამეტრებით (ტემპერატურა, ნალექების რაოდენობა და სხვ). კლიმატი ფაქტიურად გასაშუალოებული ამინდია.
კლიმატის ცვლილება განმარტებულია როგორც მთლიანად დედამიწის ან კონკრეტული რეგიონის საშუალო ამინდის ხანგრძლივი ცვლილება.
რეგიონის კლიმატი ხასიათდება ხანგრძლივი (როგორც წესი 30 წლიანი) პერიოდისათვის გასაშუალოებული მეტეოროლოგიური პარამეტრებით (ტემპერატურა, ნალექების რაოდენობა და სხვ). კლიმატი ფაქტიურად გასაშუალოებული ამინდია.
კლიმატის ცვლილება განმარტებულია როგორც მთლიანად დედამიწის ან კონკრეტული რეგიონის საშუალო ამინდის ხანგრძლივი ცვლილება.
წითელი ნუსხა
საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო, შესაბამისი კანონმდებლობით.
კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს ''წითელი ნუსხისა'' და ''წითელი წიგნის'' შედგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და გამოყენების სამართლებრივი რეგულირება.
საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო, შესაბამისი კანონმდებლობით.
2003 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ''საქართველოს ''წითელი ნუსხის'' და ''წითელი წიგნის'' შესახებ'' (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N19 1.07.2003წ).
კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს ''წითელი ნუსხისა'' და ''წითელი წიგნის'' შედგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და გამოყენების სამართლებრივი რეგულირება.
,,წითელ ნუსხაში" ცხოველთა 135 სახეობა და 4 ქვესახეობაა შეტანილი. ძუძუმწოვრებიდან „წითელ ნუსხაში" 33 სახეობაა, რომელთაგან 4 - გადაშენებულია ეროვნულ დონეზე, 5 სახეობა - გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშეა (ფოცხვერი, ჯიქი, აფთარი, ირემი, ნიამორი), ხოლო 6 - გადაშენების საფრთხის წინაშე (წითური მემინდვრია, მურა დათვი, აფალინა, დასავლეთკავკასიური ჯიხვი, არჩვი). ფრინველთაგან წითელ ნუსხაში 35 სახეობაა შეტანილი. მათგან გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე იმყოფება გავაზი და მცირე კირკიტა. გადაშენების საფრთხის წინაშეა - ქოჩორა ვარხვი, პატარა ღერღეტი, გარიელი, თეთრკუდა ფსოვი, თეთრთვალა იხვი, სვავი, თვალშავი, ბუხრინწა. რეპტილიებიდან „წითელ ნუსხაში" შეტანილია 11 სახეობა, ამფიბიებიდან - 2 სახეობა და თევზის 11 სახეობა, მათ შორის ზუთხისებრთა ყველა სახეობა.
ჰაერის დაცვა
ატმოსფერული ჰაერი ავტოტრანსპორტიდან, ენერგეტიკული სექტორიდან, სოფლის მეურნეობის დარგებიდან და სამრეწველო ობიექტებიდან წარმოებული ატმოსფერული გაფრქვევებით ბინძურდება. მათგან ურბანიზებული გარემოს ძირითადი დამბინძურებელია ავტოტრანსპორტი და ენერგოსექტორი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში იზრდება ავტოტრანსპორტის და ენერგოსექტორის მიერ მოხმარებული საწვავის რაოდენობები და შესაბამისად იზრდება ამ სექტორებიდან მავნე ნივთიერებათა ატმოსფეროში გაფრქვევები.
ბიომრავალფეროვნება
ბიომრავალფეროვნება მნიშვნელოვანია,
როგორც ეროვნული, ასევე რეგიონალური და გლობალური თვალსაზრისით. საქართველო,
როგორც კავკასიის ეკორეგიონის ნაწილი, ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ „ცხელ
წერტილად" არის აღიარებული. კავკასიის ეკორეგიონი ერთ-ერთია იმ ორას
ეკორეგიონს შორის, რომლებიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ
აღიარებულია კონსერვაციისათვის პრიორიტეტულ ადგილებად შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა,
ევოლუციური პროცესები, ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები,
მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.
რელიეფის სირთულე
და არსებითად განსხვავებული კლიმატი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს
ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების მრავალფეროვნებას განაპირობებს. საქართველოს ძირითადი ბიომებია: ჭალის
ტყეები, ნახევარუდაბნო, სტეპი, არიდული მეჩხერი ტყე, ფართოფოთლოვანი, წიწვოვანი და
შერეული ტყის ბიომები, სუბალპები, ალპები, სუბნივალური და ნივალური ბიომი, ჭაობები
და შიდა წყლები.
წყლის დაცვა
,,სუფთა წყალი ჩვენი უფლებაა, წყლის დაცვა კი-მოვალეობა“
წყალი დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული და სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერებაა, ამიტომ ამ
ბუნებრივ რესურს მოვლა და
გაფრთხილება ჭირდება.
საქართველოში წყლის პრობლემა აქტუალურად დგას, ამის მიზეზია წყლის დაბინძურება და არა
რაციონალური მოხმარება.
საქართველო მდიდარია
წყლის რესურსებით. მის ტერიტორიაზე მიედინება 26060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 26 ათას კმ-ს აღწევს. ამ
მდინარეების 99,4% მცირე სიგრძისაა (25 კმ-ზე ნაკლები).
საქართველოს მინერალურ სიმდიდრეთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მიწისქვეშა წყლებს (მტკნარი, მინერალური და თერმული), რომლებიც ხასიათდება დიდი რესურსებით, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით და, მყარი წიაღისეულისგან განსხვავებით, დროში განახლებადობით.
საქართველოს მინერალურ სიმდიდრეთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მიწისქვეშა წყლებს (მტკნარი, მინერალური და თერმული), რომლებიც ხასიათდება დიდი რესურსებით, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით და, მყარი წიაღისეულისგან განსხვავებით, დროში განახლებადობით.
ნიადაგის დაცვა
ნიადაგი არის სუბსტრატია, საიდანაც ადამიანი იღებს იმ ყველაფრის უდიდეს ნაწილს, რაც აუცილებელია მისი არსებობისათვის. ადამიანმა შეიძლება რაღაცეებზე თქვას უარი, მაგრამ საკვებს ვერ მოიკლებს. თითქმის ყოველგვარი საკვები კი ნიადაგიდან მოდის ან უშუალოდ უკავშირდება მას.
ნიადაგის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. ეს არის სახელმწიფოებრივი პრობლემა, რადგან საქართველოში, სადაც ნიადაგის დაბინძურების, ეროზიული პროცესების, ნიადაგის მეორადი დაჭაობებისა და დამლაშების, სასარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების, ადამიანის არასწორი სამეურნეო მოქმედების შედეგად დიდია ნიადაგის დანაკარგები.
The Best Casino Games (Updated 2021) - DrMCD
ReplyDeleteThe Best 김제 출장샵 Casino Games (Updated 2021) · Big Fish 인천광역 출장마사지 · Big Fish · Big 안동 출장마사지 Fish · 삼척 출장안마 Wild · Fish. · Wild · Jackpot City 나주 출장안마 · Wild Slots. · Slots Online.